Sunday, May 28, 2017



         ტრენინგის მე-9 დღე

   განვიხილეთ მე-8 მოდულის  პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.ასევე პრეზენტაციის წარდგენის მეთოდები.ვისწავლეთ ფაილის ატვირთვა
   
      შევაჯამე ინტელის სასწავლო კურსი ,რომელიც გულისხმობს გრძელვადიანი პროექტით სწავლების შესწავლას.მეთოდი იძლევა შესაძლებლობას სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს.მოსწავლეს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაიზარდოს სასწავლო პროცესში მისი ჩართულობა.
  პროექტი შედგება 8 მოდულისაგან .პირველი მოდულის ამოცანებია ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრაა.პორთფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა, მოდულის მასალების შესანახად.პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა.ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება,რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება. ასევე გავეცანით დამატებით რესურსებს.კერძოდ,ამ მოდულში გამოყენებულ ფაილებს.
ვისწავლე საქაღალდეების სტრუქტურული მოწყობა. გავეცანი ელექტრონულ წიგნის ნავიგაციას.
მოდული 2 .ამ მოდულის გაცნობით განვსაზღვრე ეროვნული გეგმის შესაბამისი სტანდარტები სასწავლო პროექტისათვის.
დავიწყე სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე მუშაობა.შევარჩიე თემა „რომ ვიყო ჯანმრთელი“. სტანდარტზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბე სასწავლო მიზნები,გამოვყავი მნიშვნელოვანი ცნებები და შესაბამისი  საკვანძო კითხვები.
 განვიხილე მიმდინარე შეფასების მეთოდი.შევიმუშავე დროში გაწერილი გეგმის მონახაზი და განვსაზღვრე შეფასების ფორმა.შევარჩიე შეფასების რუბრიკა.ვნახე დამატებითი რესურსების ფაილები,რომელიც ძალიან დამეხმარა.
ვიმუშავე ზოგადი და შინაარსზე ორიენტირებული კითხვების ჩამოყალიბებაზე.
მოდული 3. გავეცანი ინტერაქტიულ ინტერნეტ რესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშეწყობისათვის.განვიხილე სასარგებლო ვებსაიდების ეფექტურად მოძიების და მათი შეფასების მეთოდები.საავტორო უფლებებისა და მათი კანონიერი გამოყენების ინფორმაციის მოპოვება.დავგეგმე გამოყენების შესაძლებლობა ჩემი თემის ფარგლებში.დაწვრილებით განვიხილე მოდულში გამოყენებული ფაილები,შაბლონები.
მოდული 4.ვიმუშავე სასწავლო ნიმუშის შექმნაზე.  დავგეგმე და შევქმენი მოსწავლის პრეზენტაციის,პუბლიკაციის, ნიმუშები.შევაფასე პორტფოლიოს შეფასების რუბრიკაში წარმოდგენილი კითხვების გამოყენებით.ინსტრუმენტად გამოვიყენე ტექსტური რედაქტორი და საპრეზენტაციო პროგრამა.
მოდული 5. გავეცანი პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასების 5ძირითად სტრატეგიას.  გამოვიყენეთ  რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები.
მოდული 6 გაცნობით ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად,რათა მოსწავლე იქცეს თვითრეგულირებად მოსწავლედ ,რომ შეძლოს სასწავლო პროექტის მოდიფიცირება,გააკეთოს რეფლექსია.
მოდული 7. აქ გავეცანი და განვიხილე თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში.როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროექტის გასაუმჯობესებლად.
შევაფასე სასწავლო პტოექტის პორტფოლიოები. გა,განვიხილეთ დამატებითი რესურსების ფაილები.სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.
ვისწავლეთ ბლოგზე ატვირთვა.მოვისმინეთ ,ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაცია.მოხდა უკუკავშირი კოლეგებთან.
   მივიღე ცოდნა პროექტის დაგეგმვის შესახებ,რა საშუალებებით ჩავრთო მასში მოსწავლეები,რომელი საკვანძო კითხვები დავსვა მათში მოტივაციის გასაჩენად.
 ტრენინგი იყო საინტერესო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.
 გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს, ქალბატონ დიანას კვალიფიციური,თანამშრომლობითი დამოკიდებულებისათვის.

                                                   ტრენინგის მე-8 დღე

    გავეცანით სპესიალური საჭიროების მქონე მოსწავლეების ჩართულობის საკითხებს პროექტში . რომ მათი ეფექტური, რეზულტატური ჩართულობისათვის საჭიროა გათვალისწინებული იყოს ის, თუ რომელი აღქმის ტიპს განეკუთვნება .
ასევე გავეცანით გარდენის ინტელექტუალურ ტიპებს.რეკომენდაციებს მოსწავლის ნიჭიერების გასავითარებლად.
გადავხედეთ ბლოგს.ავტვირთეთ

Sunday, May 7, 2017

                                                     ტრენინგის მე-7დღე

  გავეცანით ,განვიხილეთ ნამუშევრები.ჩავასწორე და სისრულეში მოვიყვანე.
ამავე დროს განვიხილეთ და გავიაზრეთ,თუ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწაბლების პროცესში.როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის გზები.


      
                                                     ტრენინგის მე-6 დღე

   გავეცანით ინტერაქტიურ ინტერნეტრესურსებს მოსწავლის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტის ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდები. გავეცანით საავტორო უფლებებისა და მათი კანონიერი გამოყენების წესებს.

              აგრეთვე ,გავეცანით, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება.
        შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის, პუბლიკაციის  და ბლოგის ნიმუშები.
        თანამშრომლობა კოლეგებთან იყო პროდქტული.


       
                                                     ტრენინგის მე-5 დღე

 ღევანდელი დღე ძალიან დატვირთული ოყო. დავიწყეთ პროექტის სათაურის მიმოხილვით, კითხვების დაზუსტებით.
შემდეგ დაწვრილებით გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასებას.
შესაბამისად შეფასების5 ძირითად სტრატეგიას.
აგრეთვე  ვნახეთ მასწავლებლის პრეზენტაცია თავისი ბმულებით,რომელიც მომეხმარება პროექტის განხორციელებაში..

                                                     ტრენინგის მე-4დღე


ვისწავლეთ კომენტარის  და დიზაინის გაკეთება.
 გავეცანი,როგორ ხდება სურათის ჩამოტვირთვა და ბლოგში ატვირთვა;
გავეცანით ,განვიხილეთ,ვიმსჯელეთ მოდული 2-ში მოცემულ საკითხებზე.
გავიარეთ და გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შინარსობრივი მხარე.
შევადარეთ აღნიშნული რუბრიკის თითოეული მახასიათებელი.
ვიმსჯელეთ ,მონახაზი გავაკეთე ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემ კითხვებზე.
პროდუქტიული და საინტერესო იყო სამუშაო დღე.

                                                ბელა ვაშაკიძის პროექტის პორტფოლიოს სანახავად იხილეთ ბმული